საფრანგეთი - რუსეთი

რუსული კომპანია მარინ ლე პენის პარტიისთვის ნასესხები 10.8 მლნ დოლარის დაბრუნებას ითხოვს

რუსული კომპანია ავიაზაპჩატი საფრანგეთის რადიკალურ პარტიას ეროვნულ მოძრაობას უჩივის, რათა ნასესხები 10.8 მილიონი აშშ დოლარი დაიბრუნოს. ამის შესახებ ინფორმაციას Open Media ავრცელებს.

2014 წელს მარინ ლე პენმა 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის 9.4 მილიონი ევრო (10.8 მილიონი დოლარი) მოსკოვში დაფუძნებული ჩეხურ-რუსული ბანკისგან მიიღო. 2 წლის შემდეგ ბანკს ლიცენზია წაართვეს და სესხი ნაკლებად ცნობილმა რუსულმა კომპანიამ კნოტმა იყიდა.

Open Media წერს, რომ კნოტმა, რომელიც მოსკოვში დაფუძნებული ავტომობილების გასაქირავებელი სააგენტოა, ეს სესხი სხვა რუსულ კომპანიას ავიაზაპჩასტს გადასცა.

ავიაზაპჩატმა ლე პენის პარტიის, ეროვნული მოძრაბის წინააღმდეგ საჩივარი 2019 წლის 4 დეკემბერს შეიტანა. საქმის პირველი მოსმენა 2 ივნისს არის დანიშნული.

ლე პენის პარტიას სესხი 2019 წლის სექტემბერში უნდა დაეფარა. 2017 წელს პარტიამ მოითხოვა, რომ სესხი არალეგალურად ეცნოთ, თუმცა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

აშშ-ში დაფუძნებული გერმანული მარშალის ფონდი 2018 წელს წერდა, რომ ავიაზაპჩასტი არის "საავიაციო კომპანია, რომელიც ჩართულია რუსეთის სახელმწიფოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაში... მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კერძოა, ავიაზაპჩასტი რუსეთის სახელმწიფოს მნიშვნელოვან მიზნებს ახორციელებს," - ფონდი წერს, რომ კომპანია მასალებითა ამარაგებს სანქცირებულ სირიის თავდაცვის სამინისტროს და სირიის არაბულ ავიახაზებს. 

ანგარიშიდან ასევე ვიგებთ, რომ ავიაზაპჩატის რამდნიმე წარმომადგენელს რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირები აქვს - კომპანიის ვიცე დირექტორი და ბორდის წევრი იევგენი ბარმიანცევი რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურში; ავიაზაპჩასტის ყოფილი თანამშრომელი ტატიანა ლიტაგინა FSB-ს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და არის; კომპანიის ერთადერთი მეწილე ვალერი ზაკარენკოვი ჩართული იყო რუსული სამხედრო ძალის არალეგალურ გაყიდვაში, მათ შორის 3 რუსული Su-22 საბრძოლო თვითმფრინავის იემენსითვის მიყიდვაში.

კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება ავიაზაგრანპოსტავკა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირიში დაფუძნდა.

შეგახსენებთ, რომ ლე პენი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს და მათ მოსხნას ითხოვდა.

კომენტარები