BAFTA 2020

პრინცი უილიამი ხოაკინ ფენიქსს: მოხარული ვარ, რომ ჯოკერს ძილის წინ არ ვუყურე

Jonny Birch

პრინცი უილიამი და ხოაკინ ფენიქსი ბრიტანულ კინოდაჯილდოებაზე Bafta 2020-ზე ერთმანეთს შეხდვნენ, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა მსახიობს გაუმხილა, რომ ჯოკერს ძილის წინ ვერ უყურებს.

ხოაკინ ფენიქსმა Bafta 2020-ზე ჯოკერის როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა.

"სასიამოვნოა რომ შეგხვდი. მე ძალიან მომეწონა ჯოკერი, ეს საოცრება იყო. მე ვდებდი და ვდებდი ფილმის ყურებას, რადგან ხალხმა მირჩია, რომ დრო კარგად ამერჩია. 

მოხარული ვარ, რომ ძილის წინ არ ვუყურე. თუმცა, გილოცავ იმ საოცარ შესრულებას", - უთხრა პრინცმა უილიამმა ფენიქსს.

ამის შემდეგ ხოაკინ ფენიქსმა პრინც უილიამს თავისი სიტყვისთვის მადლობა გადაუხადა.

პრინცმა სიტყვის წარმოთქმისას მრავალფეროვნების პრობლემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს შესაცვლელია. ამაზე ისაუბრა ხოაკინ ფენიქსმაც და თქვა, რომ დაჯილდოება განსხვავებული კანის ფერის ხალხს არ იღებს.

კომენტარები