კორონავირუსი

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის თესვაში ადანაშაულებს

forbes

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის დათესვასა და გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, "შეერთებული შტატები უწყვეტად თესავს და ავრცელებს პანიკას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ."

ჯერ-ჯერობით, ამერიკულ მხარეს ბეიჯინგისთვის პასუხი არ გაუცია.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები დაუწესა მათ, ვინც გასულ ორ კვირაში ჩინეთში იმყოფებოდა, ვაშინგტონმა 7 თებერვლამდე ჩინეთში საკუთარი საელჩო და ყველა საკონსულო დახურა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

კომენტარები