NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კობი ბრაიანტი

ლებრონ ჯეიმსმა და ლეიკერსმა თამაშის დაწყებამდე კობი ბრაიანტი გაიხსენეს

შაბათი, 1 თებერვალი, 2020 - 19:57
Getty Images
tbl.ge/4etl
დაკოპირდა
CNN.com
CNN.com

დღეს გამთენიისას ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ პირველი თამაში გამართა და ლეგენდარულ კალათბურთელს პატივი მიაგო.

პორტლენდ თრეილ ბლაზერსის წინააღმდეგ თამაშის დაწყებამდე, დარბაზში კობი ბრაიანტის 20-წლიანი კარიერის ამსახველი ვიდეო გაუშვეს, რომლის მიმდინარეობისასაც ლეგენდარული კალათბურთელი თან თავის ისტორიას ყვებოდა.

ვიდეოს დასრულების შემდეგ ბრაიანტს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

Tweet

ამის შემდეგ, დარბაზში სიტყვით გამოვიდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის კალათბურთელი და კობი ბრაიანტის მეგობარი ლებრონ ჯეიმსი.

მან საუბარი იმ 9 ადამიანის სახელების ჩამოთვლით დაიწყო, რომლებიც კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ.

"მე ამ ღამეს ზეიმად აღვიქვამ. ეს არის ზეიმი 20 წლის განმავლობაში დაღვრილი სისხლის, ოფლის, ცრემლების, დამსხვრეული სხეულის, წამოდგომის, დაჯდომის, ყველაფრის, დაუთვლელი საათების, მონდომების რომ იყო ისეთი დიდებული, როგორიც ხარ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ბავშვს, რომელიც აქ მოვიდა 18 წლის და კარიერა დაასრულა 38 წლის ასაკში და გახდა საუკეთესო მამა".

საუბრის დასასრულს, ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტის ბოლო თამაშში ნათქვამი სიტყვები "Mamba Out" გაიხსენა.

"კობი ძმა არის ჩემთვის. სკოლაში ყოფნის პერიოდიდან, შორიდან ვუყურებ მას, როგორ მოხვდა ლიგაში ის 18 წლის. ვუყურებდი ყველა ჩვენს ბრძოლაში, რომელიც კარიერის მანძილზე გვქონია. ერთი რამ, რასაც ყოველთვის ვიზიარებდით, იყო გამარჯვებისა და დიდების სურვილი. ფაქტი, რომ აქ ვარ, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მინდა, რომ მისი მემკვიდრეობა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელო მანამ, სანამ კალათბურთს ვითამაშებ, იმიტომ რომ კობი ბრაიანტის ეს ენდომებოდა.

ამიტომ, კობი ბრაიანტის სიტყვებით "Mamba Out", მაგრამ ჩვენი სიტყვებით - დავიწყებული არ იქნები, გაგიმარჯოს ძმაო", - ასე დაასრულა სიტყვა ლებრონ ჯეიმსმა.

თამაშის დაწყებამდე, დარბაზში არსებულ ყველა სკამზე კობი ბრაიანტის 8 და 24 ნომრიანი მაისურები იყო გადაკიდებული. წინა რიგში, მხოლოდ ორი გამორჩეული სკამი იდო, რომელზეც 24-ნომრიანი კობი ბრაიანტისა და 2-ნომრიანი ჯიანა ბრაიანტის მაისურები იდო. თამაში მიმდინარეობისას ყველა, 19,000-ვე ადგილი შეივსო, მხოლოდ ეს ორი სკამი იყო ცარიელი.

26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

კობი ბრაიანტი 1978 წელს ფილადელფიაში დაიბადა და 3 წლიდან კალათბურთს თამაშობდა. 1996 წელს ის Lower Merion-ის სკოლიდან NBA-ს დრაფტზე საკალათბურთო გუნდმა Charlotte Hornets-მა მე-13 არჩევნად აიყვანა, თუმცა 17 წლის ბრაიანტი ზაფხულშივე ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გადავიდა.

კობი ბრაიანტმა თავისი მთელი კარიერა, 20 წელი ლოს-ანჯელეს ლეიკერსში გაატარა. ამ გუნდთან ერთად ის NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი გახდა, ორჯერ გახდა ფინალური სერიების MVP და ოთხჯერ მოიპოვა ოლ სტარის MVP-ის წოდება.

"შავმა მამბამ" 2016 წელს საკალთბურთო კარიერა დაასრულდა და ბოლო თამაშში ლეიკერსის მაისურით 60 ქულა ჩააგდო.

ლოს-ანჯელეს ლეიკერსიNBAლებრონ ჯეიმსითამაშიკობი ბრაიანტიგახსენებაგარდაცვალება

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 10 თებერვალი, 2023 - 12:57კობი ბრაიანტის ფორმა, მისივე ხელმოწერით აუქციონზე $5.8 მილიონად გაიყიდა
  • ხუთშაბათი, 27 იანვარი, 2022 - 13:37ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას კობი და ჯიჯი ბრაიანტების ძეგლი დადგეს
  • სამშაბათი, 9 თებერვალი, 2021 - 22:51გამოძიების აზრით, კობი ბრაიანტის ვერტმფრენის მფრინავმა ნისლში ორიენტაცია დაკარგა
  • ორშაბათი, 22 ივნისი, 2020 - 12:57SNOOP DOGG-მა კობი ბრაიანტის პატივსაცემად რეპი წაიკითხა
  • ორშაბათი, 15 ივნისი, 2020 - 14:54კობი ბრაიანტი სატელევიზიო ჯილდოს, EMMY-ს მიიღებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდით (რ)
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:19

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდით (რ)

ქვეყნის გარედან სიძულვილს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება - კობახიძე სამმართველოზე
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:13

ქვეყნის გარედან სიძულვილს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება - კობახიძე სამმართველოზე

CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის (რ)
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 14:26

CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის (რ)

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 13:42

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 13:33

პაპუაშვილი EU-ზე: საქართველო ნამდვილად არ აპირებს სსრკ-ზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია, სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში