ჩვენ ყველას კარგად გვესმის, კიდევ ბევრი სამუშაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვუდგებით საქმეს და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ სანამ ევროკავშირში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენ შეიძლება, წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და შედეგები ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმების და რაც მთავარია, ამ რეფორმების პროცესში ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები იყვნენ ჩვენს გვერდით
საქართველოს მთავრობა
გახარია: ჩვენთვის მთავარია, ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები
tbl.ge/4ega
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




