ლგბტქ საკითხები

პირს, რომელმაც ტრანსგენდერი ქალი დააყაჩაღა და იძალადა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თანასწორობის მოძრაობა

პირს, რომელსაც ბრალად ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა ედებოდა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ძალადობის მსხვერპლმა ტრანსგენდერმა ქალმა დახმარების თხოვნით “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს მიმართა.

ქალი აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ჰქონდა, რის შემდეგაც, ამ პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს, მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი დაემყარებინა, ამასთან ფულიც მოსთხოვა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

დაზარალებულს დახმარება "თანასწორობის მოძრაობის" იურისტებმა გაუწიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ბრალდებული დააკავეს.

საქმეში გამოიკვეთა სიძულვილის მოტივი.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ყაჩაღობის (სსკ-ის 179-ე), გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (სსკ-ის 138-ე) მუხლებით მიმდინარეობდა. სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აქედან 3 წელი განესაზღვრა საპატიმრო სასჯელი, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით.

კომენტარები