რუსული ოკუპაცია

სუს: საოპუკაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართა.

"საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ნაგებობები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია." - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

14 იანვარს საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედაც აღმართეს.

კომენტარები