დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

"სხვა არჩევანი აღარ იყო" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულების დათმობაზე ისაუბრა

Getty Images

პრინმა ჰარიმ თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციის "Sentebale"-ს მიერ ჩატარებულ საღამოზე სამეფო ტიტულების დათმობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯმა მას ძალიან დიდი სევდა მოუტანა, თუმცა ეს მრავალწლიანი გამოწვევებისა და მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგი იყო.

"მინდა რომ ჩემგან იმდენი სიმართლე გაიგოთ, რამდენის გაზიარებასაც შევძლებ - არა პრინცისგან, ან ჰერცოგისგან, არამედ ჰარისგან, რომლის გაზრდასაც უმეტესმა თქვენგანმა უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში უყურა.

დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია და ადგილი, რომელიც მიყვარს - ეს არასდროს შეიცვლება.

მე გავიზარდე უმეტესი თქვენგანის მხრიდან მხარდაჭერის გრძნობით და ასევე ვუყურე როგორი გაშლილი ხელებით მიიღეთ მეგანი, როდესაც დამინახეთ რომ ვიპოვე სიყვარული და სიხარული, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. საბოლოოდ, დაიანას მეორე შვილიც დაქორწინდა!

საკმარისად კარგად მიცნობთ, რათა მენდოთ, რომ ქალი, რომელიც ჩემს ცოლად ავირჩიე იგივე ღირებულებებს იზიარებს, რასაც მე. ჩვენ ორივე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაფრინოთ ჩვენი დროშა და სიამაყით წარმოვადგინოთ ქვეყანა. მე და მეგანი დაქორწინების წამიდან ვიყავით აღტაცებულები, იმედიანები და მზად მსახურებისთვის.

ამ მიზეზების გამო, ძალიან სევდიანია რომ ყველაფერი ასე მოხდა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი ცოლისთვის და ჩემთვის მივიღე, მარტივად არ მიმიღია. ეს იყო მრავალი თვის განმავლობაში გამართული საუბრებისა და მრავალი წლის განმავლობაში მიღებული გამოწვევების შედეგი. ვიცი, რომ არ ვიყავი ყოველთვის სწორი, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ იყო.

მინდა ვიყო ნათელი - ჩვენ არსად მივდივართ და ჩვენ არსად მივდივართ თქვენგან. ჩვენი იმედი იყო, რომ გაგვეგრძელებინა მსახურება დედოფლისთვის, საერთო სიკეთეებისთვის და სამხედროებისთვის, მაგრამ საჯარო დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ, ეს არ იყო შესაძლებელი", - თქვა პრინცმა ჰარიმ სიტყვისას სამეფო ტიტულების დათმობაზე საუბრისას.

8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

ამის შემდეგ სამეფო ოჯახს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განაცხადა, რომ ოჯახი პატივს სცემს ჰარისა და მეგანის სურვილის, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, 18 იანვარს, ბუკინგემის სასახლე უკვე ოფიციალურად დაეთანხმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოთხოვნას და მათ სამეფო ტიტულები ჩამოართვა.

კომენტარები