ოსკარი

რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი ოსკარის დაჯილდოების ისტორიიდან

The Drum

ოსკარის დაჯილდოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კინოინდუსტრიაში. 2020 წლის ცერემონია 9 თებერვალს შედგება. ნომინანტები უკვე ცნობილია.ჩვენ კი გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა რომდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი  დაჯილდოების ისტორიიდან. 

1959 წლის ოსკარის ცერემონიის წამყვანი ჯერი ლიუისი იყო. იმის გამო, რომ დაჯილდობა დაგეგმილზე 20 წუთით ადრე დასრულდა, მთელი მორჩენილი დრო მან არაჩვეულებრივი იმპროვიზირებული მონოლოგით შეავსო. 

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=105&v=2riKdGOdU3E&feature=emb_logo]

1972 წელს ჩარლი ჩაპლინს დარბაზი 12 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს. ეს ყველაზე გრძელი ოვაცია იყო ოსკარის ისტორიაში. 

1973 წელს მარლონ ბრანდომ ოსკარის ჯილდოზე (ფილმში "The Godfather" მთავარი როლის შესრულებისთვის) უარი თქვა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=141&v=2QUacU0I4yU&feature=emb_logo]

1974 წელს დაჯილდოების დროს სცენაზე შიშველმა რობერტ ოპელმა ჩაირბინა. 

სალი ფილდიმ საზოგადოებას ემოციურად მიმართა "ვერ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ მოგწონვართ!"

1992 წელს, როდესაც ჯეკ პალანსმა ოსკარი მიიღო, მან თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ პროდიუსერებმა უნდა გარისკონ და ასაკოვან მსახიობებთან ითანამშრომლონ. იმისთვის რომ ყველასთვის მაგალითად ქცეულიყო, მსახიობმა სცენაზე ვარჯიში დაიწყო.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=160&v=AGxL5AFzzMY&feature=emb_title]

ტომ ჰენქსის სიტყვა 1993 წლის დაჯილდოებაზე, როდესაც მსახიობმა მადლობა თავისი სკოლის მასწავლებელს, რომელიც გეი იყო, გადაუხადა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=141&v=bBuDMEpUc8k&feature=emb_title]

1999 წელს ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის სურათმა "Life Is Beautiful" დაიმსახურა და რობერტო ბენინიმ სიხარულისგან დარბაზში სკამებზე ხტუნვა დაიწყო.

2000 წელს ტრეი პარკერი და მეტ სტოუნი წითელ ხალიჩაზე ჯენიფერ ლოპესისა და გვინეთ პელტროუსავით შეიმოსნენ

როდესაც 2002 წელს ჰოლი ბერიმ ოსკარი, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მიიღო, ის ამ ჯილდოს მფლობელი პირველი შავკანიანი მსახიობი გახდა. თავის ემოციულ სიტყვაში, ბერიმ აღნიშნა, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა და ახალი შანსია ყველა შავკანიანი ქალისთვის.

2009 წელს ჰიტ ლეჯერმა გარდაცვალების შემდეგ ოსკარი მიიღო, რომელიც მის ოჯახს გადაეცა. 

2011 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, ჯენიფერ ლოურენსმა ჯილდო როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მიიღო. სცენაზე ასვლისას მსახიობი დაეცა, შემდეგ კი  დარბაზს, რომელიც ფეხზე წამოდგა და ტაშს უკრავდა, ხუმრობით მიმართა "კარგით რა, ყველამ ვიცით,  ფეხზე იმიტომ დგახართ, რომ ჩემი დაცემისგან თავს უხერხულად გრძნობთ"

2014 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე აიდინა მენზელს უნდა შეესრულებინა სიმღერა Let It Go ანიმაციური ფილმიდან Frozen. თვითონ მენზელი ჯონ ტრავოლტას უნდა წარედგინა, თუმცა მსახიობმა მისი სახელი, როგორც "ადელ დაზიმი" წარმოთქვა.

ელენ დეჯენერესის სელფი და პიცის გამოძახება 2014 წლის დაჯილდოებაზე

2017 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, საუკეთესო ფილმის გამოცხადებისას უორენ ბიტიმ გამარჯვებულად La La Land დაასახელა, თუმცა მოხდა შეცდომა, წარმდგენებს შემთხვევით სხვა კონვერტი მისცეს, ხოლო სინამდვილეში,ოსკარი ფილმმა Moonlight მიიღო.

 

კომენტარები