ანაკლიის პორტი

უგულავა: ივანიშვილს არ უნდოდა ანაკლიის პორტი, არ უნდოდა იმის გამო, რომ კოჭი გაუგორა რუსებს

ერთი წელია ვაკვირდებით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ანაკლიის პორტის. ეს პროცესი სამწუხაროდ უკვე დასრულდა. ბიძინა ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება.

ივანიშვილს არ უნდოდა ეს პორტი, არ უნდოდა იმის გამო, რომ კოჭი გაუგორა რუსებს. არ უნდოდა, რომ ეს პროექტი ხაზარაძე, ჯაფარიძეს გაეკეთებინა.

მას არ უნდოდა იმის გამო, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესი, ამერიკის და თავისუფალი სამყაროს ინტერესი იკვეთებოდა.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება.

კომენტარები