საახალწლო აღლუმი ლონდონში

ლონდონში ახალი წელი გრანდიოზული აღლუმით აღნიშნეს

www.visitlondon.com

ბრიტანეთის დედაქალაქში წლის პირველი დღე ტრადიციული მუსიკალური აღლუმით აღნიშნეს. 

მსვლელობის სანახავად ლონდონის ცენტრში ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა, ასეულობით მილიონმა კი სამსაათნახევრიან შოუს ტელევიზიის საშუალებით უყურა. აღლუმში უცხოელი მონაწილეების გარდა, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები ადგილობრივებმაც შეასრულეს.

აღლუმის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებსა და წარმოდგენებზე შესული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება. 1987 წლიდან დღემდე აღლუმიდან ლონდონის საქველომოქმედო ორგანიზაციებმა მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი მიიღეს.

კომენტარები