ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე: არ მაინტერესებს

მთავარი

"არ მაინტერესებს",-ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე, რომელმაც მის ოჯახს "პროვოკატორები" და "იდიოტები" უწოდა და აგინა. 

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში თქვა, ერეკლე კუხიანიძის შესახებ გათავისუფლების შემდეგ გაიგო.   

გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. ის ტყვეობაში 49 დღის განმავლობაში იყო.

ცნობისთვის, საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე შეურაცხმყოფელი პოსტი 14 დეკემბერს დაწერა.  

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((" - წერდა ის. 

კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის წევრთა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ერეკლე კუხიანიძეს კომისიის თავმჯდომარეობა და უმრავლესობა დაატოვებინეს.

კომენტარები