საშობაო ეპიზოდები

სხვადასხვა სერიალის საუკეთესო საშობაო ეპიზოდები

ტაბულა

ძალიან ბევრი სერიალი სპეციალურად დღესასწაულებზე ამ განსაკუთრებული დღისთვის მიძღვნილ ეპიზოდს გვთავაზობს და ჩვენც, როგორც მთავარი გმირების ერთგული გულშემატკივრები, მათ დეკორირებულ, გალამაზებულ და შესაბამისი განწყობით გავსებულ სივრცეში ვეშვებით. ზოგი ასეთი ეპიზოდი უფრო მეტად გვამახსოვრდება, ზოგიც - ნაკლებად, თუმცა აი რამდენიმე სერია, რომელიც ამჯერად მოგვაფიქრდა:

Black Mirror: White Christmas (მეორე სეზონი, მეოთხე ეპიზოდი)


ფოტო: CGM Backlot

The Office: Christmas Party (მეორე სეზონი, მეათე ეპიზოდი)

ეპიზოდში საუკეთესოდაა გადმოცემული კორპორატიული საღამოების შინაარსი. 


ფოტო: Delish.com

The Big Bang Theory:  The Cooper Extraction (მეშვიდე სეზონი,მეთერთმეტე ეპიზოდი)

როდესაც, შელდონი ტეხასში წავა და ყველა წარმოიდგენს, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, კუპერი რომ არ გაეცნოთ.

House M.D. (მეოთხე სეზონი, მეათე ეპიზოდი)

ეპიზოდი, რომელშიც ჰაუსი ნამდვილ საშობაო სასწაულს მოახდენს. 

Doctor Who: The End of Time (მეოთხე სეზონის, სპეც. გამოშვება)

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სპეც გამოშვების ეპიზოდებს მთლიან სიუჟეტზე გავლენა არ აქვთ ხოლმე, ამ შემთხვევაში, ორ ნაწილიანმა ამბავმა Doctor Who-ს განვითარება სრულიად შეცვალა. 

Orange Is The New Black: Can’t fix crazy (პირველი სეზონი, მეცამეტე ეპიზოდი)

სერიალის პირველი სეზონის შესანიშნავი, ემოციური, მძიმე და მრავლისმთქმელი დასასრული. 


ფოტო: Doux Reviews

Friends:The One with the Holiday Armadillo (მეშვიდე სეზონი, მეცამეტე ეპიზოდი)

Friends-ის ფანებს აუცილებლად ახსოვთ ეპიზოდი, რომელშიც როსი გადაწყვეტს შვილს ხანუქას დღესასწაული გააცნოს. 


ფოტო: What's on Netflix

It's Always Sunny In California:A very sunny Christmas (მეექვსე სეზონი, მეცამეტე ეპიზოდი)

უკვე ზრდასრული გმირები გაიგებენ, რომ ბავშვობაში მათი შობა არც თუ ისთი ბედნიერი იყო, როგორადაც ისინი მას ხედავდნენ. ერთ-ერთი კი ისე გაბრაზდება, რომ საბავშვო დღესასწაულზე სანტას ცემას დაიწყებს...ყველაფერი ისეთივე სასაცილო და მზიანია, როგორც მთლიანი სერიალი. 


ფოტო: Pinterest

Sherlock: The Abominable Bride (მეოთხე სეზონი, ეპიზოდი 0)

შერლოკის ამ დამატებითმა ეპიზოდმა EMMY-ს ჯილდო  დაიმსახურა. 


ფოტო: Verge

კომენტარები