ის, რომ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის, კლოუნები ამ მიმართულებით წავიდნენ, არის დასტური, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან. სადაც პრობლემაზეა საუბარი, ის არის გზავნილი. განცხადებას იმაზე ხომ არ აკეთებენ, კარგად არის საქმეო? ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო გზავნილი, რაც მოსალოდნელი იყო საქართველოს მეგობრებისგან. ის გზა, რომელსაც დღეს ის ადგას, არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის მიუღებელი და არის საქართველოს ინტერესების მტრობა. აქიდან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისთვის არის სერიოზული პრობლემა.
tbl.ge/4b9m
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ტელეკომპანია პირველის ეთერით ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს და უმრავლესობის წევების მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ კომენტარებს. გუშინ, 24 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა უმრავლესობას დაჟინებით მოუწოდა, "გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან." უმრავლესობის წევრებმა განცხადებაში პოზიტიური შეფასება ამოიკითხეს.
ამავე თემაზე
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით




