გიორგი ონიანი: სახელმწიფომ ეს მოწოდება ბოლოდროინდელ განცხადებებთან კონტექსტში უნდა აღიქვას

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც, წესით, ყურად უნდა იღონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სასამართლო და პროკურატურა არიან პოლიტიკური გავლენების ქვეშ. სახელმწიფომ ეს განცხადება უნდა აღიქვას, პირველ რიგში, ბოლოდროინდელ განცხადებებთან კონტექსტში. გაფრთხილებად უნდა აღიქვას, რომ ეს არის ის აზრი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს, დასავლური სამყაროს ლიდერებს ექმნებათ ქვეყანაზე და თუ ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ და ვიყოთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, უნდა შევცვალოთ ჩვენი საქმიანობა. 

გიორგი ონიანმა, "საერთაშორისო გამწვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, "ტელეკომპანია პირველთან" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან.

კომენტარები