პროპორციული არჩევნები

ჩუგოშვილი პროპორციულზე: საკუთარი ინტელექტი უნდა შეურაცხყო, "ოცნების" ვერსია რომ დაიჯერო

[პროპორციული სისტემის ჩაგდება] დადგმული იყო თუ ბუნებრივი, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, თუმცა, დამაჯერებელი ნამდვილად არ ყოფილა მგონი არავისთვის ის ვერსია, რასაც ოფიციალურად ვისმენდით. არც ჩემთვის. 

როდესაც ამხელა საკითხი გამოდის კენჭისყრაზე და ორი დღით ადრე და წინა დღეს იცი, რომ 4-5 ადამიანის გარდა, აბსოლუტურად ყველა მხარს უჭერს და ყველა თანახმაა... ნამდვილად იყო 4-5 ადამიანი, შეიძლება 6, მაგრამ არა 30, რომელიც ყოველთვის, ყველა ეტაპზე ამბიბდა, რომ მხარს არ უჭერდა პროპორცულ სისტემაზე გადასვლას. მათი პოზიცია იყო სრულიად გასაგები, ეს არც სიურპრიზი არ იყო, არც მიუღებელი, სრულიად გვესმოდა და ეს არც შედეგებს არ შეუშლიდა ხელს.

როდესაც ორი დღით ადრე იცი, რომ არის სულ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამას მხარს არ უჭერს და წინა დღეს იგებ, რომ ყოფილა თურმე X რაოდენობა, მაგრამ არ ამბობენ გვარებს - ვინ. წინა დღეს რომ კოლეგას ეკითხები, აძლევ თუ არა ხმას და გეუბნება, რომ აძლევს, მეორე დღეს კი, თავს იკავებს და კენჭისყრაში არ მონაწილეობს, (თან იცი, 3-4 წელია უყურებ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ მიდის), ძალიან რთულია, მართლა საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სერიოზული შეურაცხყოფა უნდა მიაყენო, რომ ეს ყველაფერი დამაჯერებელი იყოს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი პირველი არხის ეთერში, პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე. მმართველი გუნდი იმის მიზეზად, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ვერ მიიღეს, "ამბოხებულ მაჟორიტარებს" ასახელებენ.

კომენტარები