სამთავრობო პროპაგანდა

წულუკიანი ტროლებზე: საქართველოში არსებულ უსაზღვრო თავისუფლებას სოც. ქსელში ყველა იყენებს

გულწრფელად გეტყვით, რომ არ არის ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და ტროლების შესახებ ცნობილი, თუმცა არის იმის შესახებ ცნობილი, რომ, მაგალითად, არ ვიცი, ვის მიერ შექმნილი ტროლები თუ fake ანგარიშები, ბოლო 7 წლის მანძილზე მიზანმიმართულად ეწეოდნენ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია, და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი თუ რომელიმე ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია, იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას. კარგია, რომ facebook-ი ამაზე მუშაობს და, ალბათ, მომავალშიც დასჭირდება, არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც.

თეა წულუკიანი facebook-ის მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ასობით ყალბი ანგარიშის გამოვლენისა და წაშლის ფაქტს ეხმაურება "ტელეკომპანია პირველთან" ინტერვიუში.

კომენტარები