რუსეთი

რუსეთში მოზარდებმა ორ პოლიციელს სცემეს, საჭირო გახდა გვარდიის გამოძახება

20 დეკემბერს, მურმანსკში კულტურის სახლის მოპირდაპირე მხარეს კლუბიდან გამოსულმა მოზარდებმა ორ პოლიციელს სცემეს. ადგილზე საჭირო გახდა როსგვარდიის გამოძახება, დაკავებულია 9 მოზარდი. 

როგორც ცნობილი ხდება, 10 ზე მეტი მოზარდი დისკო კლუბიდან 21 საათზე გავიდა, ბევრი მათგანი ნასვამი იყო და ხულიგნობდა. მას შემდეგ, რაც მოზარდებმა კლუბი დატოვეს, კლუბის ადმინისტრაციამ ინციდენტებისგან თავის ასარიდებლად პოლიციას მიმართა. 

ადგილზე მისულმა პოლიიცის ორი დანაყოფის თანამრომლებმა შენიშვნა მისცეს ერთ-ერთ მოზარდს, რომელიც ადგილზე ლუდს სვამდა და იგინებოდა. სამართალდამცავები მოზარდის დაკავებას შეეცადნენ, თუმცა მათ წინააღდმგობა გაუწიეს. დაპირისპირების შედეგად მოზარდებმა ორ პოლიციელს სცემეს, ორივე მათგანი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საბოლოოდ როსგვარდიამ ადგილზე 9 მოზარდი დააკავა, რამდენიმე მათგანმა ერთ-ერთი პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიიციის განყოფილებაშიც მიაყენეს. 

კომენტარები