პოლიციელის დაჭრა

ბათუმში პოლიციელის დაჭრისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

აჭარის ტელევიზია

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ის ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი მძიმეა და საქმე უვადო პატიმრობას არ შეესაბამება.

ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი, დავით კეკელიძე იცავს, რომელიც ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

"მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი ბრალდებულის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით უარი არის, რომ აიყვანდნენ კერძო ადვოკატს. მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა რაღაც პერიოდი გამოეყენებინა, მიეცა დაცვის მხარისათვის საქმის გასაცნობად, მაგრამ მან ეს არ გამოიყენა. ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ჩვენს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად მოკლებული ვარ ინფორმაციას. აუცილებელია ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს არის თუ არაა ბრალდებული შერაცხადი"- თქვა დავით კეკელიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი კისრის არეში 18 დეკემბერს დაჭრეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, ჭრილობა ბასრი იარაღით, კისრის არეში იყო მიყენებული. მას ოპერაცია იმავე ღამეს ჩაუტარდა. პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი მეწყვილესთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მოქალაქემ გააჩერა და დაჭრა. ბრალდებული ადგილზე სწორედ დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. ის მოტივზე არ საუბრობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

გარდა ამისა, ინფორმირებულმა წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ტაბულას უთხრა, რომ პირს, რომელიც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, ე.წ კანონიერი ქურდობა სურს და დანაშაულიც სწორედ ამიტომ ჩაიდინა.

კომენტარები