ემილია კლარკი

ემილია კლარკმა ფანს ფოტოს გადაღებაზე უარი უთხრა, რადგან პანიკური შეტევა ჰქონდა

indiewire

ემილია კლარკი ცნობილი სერიალის Game Of Thrones შემდეგ გახდა და გასაკვირი არ არის, რომ დღეს მსახიობის დანახვისას მასთან ერთად ფოტოს გადაღება ბევრ ფანს სურს. 

ერთ-ერთ შოუში კლარკმა აღნიშნა, რომ ის  ყოველთვის მზად იყო გადაეღო სურათები იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მას ამას სთხოვდნენ, თუმცა მსახიობმა აზრი შეიცვალა. ამის მიზეზად კი ერთი ისტორია იქცა, რომელიც კლარკს ცოტა ხნის წინ გადახდა თავს. 

"აეროპორტში ვიყავი, დედაჩემს ტელეფონით ველაპარაკებოდი, როდესაც პანიკური შეტევა დამეწყო და დედას ვუთხარი ვეღარ ვსუნთქავ, არ ვიცი რა ხდება-მეთქი. ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი. ამ დროს ვიღაც კაცი მოვიდა და "სელფის" გადაღება მთხოვა მე კი ვუთხარი"ახლა ვერ ვსუნთქავ, მაპატიეთ!"" იხსენებს მსახიობი

ახლა ფოტოების გადაღების მაგივრად, კლარკი ფანებს რამეზე ხელის მოწერას სთავაზობს ხოლმე. მსახიობის თქმით, როდესაც ავტოგრაფის მიცემისას ის ფანს სახელს ეკითხება, ეს ურთიერთობას მეტ ჭეშმარიტებასა და ადამიანობას სძენს. 

კომენტარები