აშშ-ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინსტრი: ჩინეთისთვის ევროპასთან ურთიერთობა პრიორიტეტია

ვანგ ი
SCMP

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ თქვა, რომ ჩინეთისთვის ევროპასთან დიპლომატიური ურთიერთობები პრიორიტეტია.

"ევროპას ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ჩვენ დიპლომატიური დღის წესრიგში პრიორიტეტს," - თქვა ვანგ იმ, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო საბჭოს ერთერთი წევრია. 

ბრიუსელში ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ ეკონომიკაში ჩინეთი ევროკავშირის მტერი არ იყო და ჩინეთს მტერივით არ უნდა მოქცეოდნენ

"ფაქტობრივად, ნებისმიერი ობიექტური ხედვის მქონე, ცივ გონებაზე მყოფი ადამიანი დაინახავს, რომ ჩინეთისთვისა და ევროკავშირისთვის, კოოპერაცია შეჯიბრს ჯობს და რომ ჩვენთვის კონსესუსის წერტილები განსხვავებას ბევრად აჭარბებს. ჩვენ ვართ პარტნიორები და არა მტრები".

სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა ევროპას რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე უსაფრთოხებისა და ეკონომიკურ საფრთხეების შესაკავებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის მტერი არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ ტერორიზმი იყო.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

სავაჭრო ომის პარალელურად, აშშ-ისა და ჩინეთს შორის სხვა არაერთი უთანხმოება არსებობს. მათ შორისაა, აშშ-ის კონგრესის მიერ ჩინეთში უიღურების უფლებების დარღვევების გამო სანქციების კანონის მიღება. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს, რომელიც სენატმა გასულ თვეს მიიღო და მხარს უჭერს ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებს.

კომენტარები