სასამართლო სისტემა

იურიდიულმა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა

ტაბულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. 

მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობისა და მოწოდებისა, არ ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან ის უკანონოა, პროცედურა მაინც ჩატარდა, ხმაურის და პროტესტის ფონზე.

  • თამარ ალანიას მხარი დაუჭირა 1-მა დეპუტატმა; წინააღმდეგი - 1, ეკა ბესელია. კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. 
  • მერაბ გაბინაშვილი - 6 მომხრე, წინააღდეგი - 0; 
  • შოთა გეწაძე - 1 მომხრე, 1 მოწინააღმდეგე - კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. 
  • მირანდა ერემაძე - 6 მომხრე, წინააღმდეგი - 1; 
  • მამუკა ვასაძე - 7 მომხრე, წინააღმდეგი - 0;
  • მაია ვაჩაძე - მომხრე - 7; წინააღმდეგი - 0
  • თამარ ზამბახიძე - მომხრე 8, წინააღმდეგი - 1;
  • შალვა თადუმაძე - მომხრე - 8, წინააღმდეგი - 1;
  • ზაზა თავაძე - მან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ფორმალურად კენჭისყრაზე წარსდგა.
  • ვლადიმერ კაკაბაძე - 6 მომხრე; წინააღმდეგი - 1;
  • ლევან მიქაბერიძე - 6 მომხრე, წინააღმდეგი - 1.
  • გიორგი მიქაუტაძე - 8 მომხრე, წინააღმდეგი - 1;
  • პაატა სილაგაძე - 2 მომხრე, წინააღმდეგი 1 - კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. 
  • სხირტლაძე ნუგზარ - 6 მომხრე, წინააღმდეგი - 1; 
  • ლალი ფაფიაშვილი - 7 მომხრე, წინააღმდეგი - 1; 
  • ნინო ქადაგიძე - 7 მომხრე, წინააღმდეგი - 1; 
  • ლაშა ქოჩაშვილი - 1 მომხრე, წინააღმდეგი - 1 - კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. 
  • ქეთევან ციცნცაძე - 6 მომხრე, წინააღმდეგი - 1; 
  • ალექსანდრე წულაძე - 6 მომხრე, წინააღმდეგი - 1; 
  • გოჩა ჯეირანაშვილი - 1 მომხრე, წინააღდეგი - 1 - კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია. 

პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მოწოდებით "არ აირჩიო მონა".

კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და კენჭისყრის გადადება მოითხოვეს.

იყო ჟურნალისტებზე ძალადობაც - ტაბულას რეპორტიორს, თიკო ერაძეს პარლამენტის მანდატურმა სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

კომიტეტის კენჭისყრა გავლენას ვერ ახდენს იმაზე, თუ ვინ წარსდგება პლენარულ სხდომაზე - პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს მაინც უყრის, თუმცა, იურიდიულ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება გამოკვეთს, საბოლოოდ ვის მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის 19 კანდიდატი იბრძვის. კიდევ ერთმა მათგანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ კანდიდატურა მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ არც ერთ კანდიდატს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი პარლამენტს მიმართეს მოწოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აირჩიონ უვადო მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა.

კომენტარები