რუსული დეზინფორმაცია

ვოლსკი: რუსების Fake ინფორმაცია კი არა, საქართველოდან გამავალი "ფეიკ ინფორმეიშენია" საშიში

დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის ჩვენი განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას...

...ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდი დოზით, უშველებელი დოზით დეზინფორმაცია, "ფეიკ ინფორმეიშენ", რასაც თვითონ გაყვირიან. და რომელი რუსების ფეიკ ინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით, რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია ან ხალხს იტაცებენ? ან თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ. საშიში არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან თუნდაც უცხოელებს მიეწოდება, 85, თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა, და აღმოჩნდა, რომ არანაირი ამდაგვარი არ ხდება

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პლენარულ სხდომაზე, ევროპარლამენტარების განცხადებებზე, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, "რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს".

კომენტარები