ლგბტქ უფლებები

სასამართლომ დააჯარიმა ადამიანები, რომლებიც ტრანგენდერ ქალებს დასცინოდნენ და აგინებდნენ

თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, სასამართლომ დააჯარიმა ადამიანები, რომლებმაც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"18 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებთან მივიდა სამი მოქალაქე ქალბატონები: ლ.კ, ლ.ო და მამაკაცი ვ.კ, რომელებმაც ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს.

კერძოდ, დასცინოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელს ერქვა მამაკაცის სახელი. ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც", - ამბობენ თანასწორობის მოძრაობაში.

​ტრანსგენდერმა ქალებმა ორგანიზაციის იურისტების დახმარებით ჯარიმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ შეწყვიტა სამართალწარმოება ტრანსგენდერი ქალების მათ მიმართ, ხოლო იმ ადამიანებიდან, ვინც ტრანსგენდერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა, ორი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის. მათ ჯარიმის სახით 500-500 ლარი, დაეკისრათ.

კომენტარები