ტურიზმი საქართველოში

26 037- ნოემბერში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნოემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გაზრდილია როგორც ტურისტების, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისა და ვიზიტების რაოდენობაც.

ტურისტული ნაკადის ზრდამ 10% შეადგინა. ნოემბერშიც გაგრძელდა წინა თვეების ტენდენცია და ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირიდან კვლავ გაიზარდა. ნოემბერში საქართველოს ევროკავშირიდან 26 037 ვიზიტორი ეწვია, რაც 38.5%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ნოემბერში.

2018 წლის ნოემბერში საქართველოს ევროკავშირის სულ 18 799 მოქალაქე ეწვია. ევროკავშირიდან მზარდმა ტურიზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რუსეთიდან მიღებული დანაკლისის აღმოფხვრაში.

სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურიზმში მიღებული შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს გადააჭარბა. რაც შეეხება მთლიანი წლის ტურიზმის ტენდენციას, წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

უშუალოდ ტურისტული ნაკადის ზრდამ იანვარ-ნოემბერში 6,3% შეადგინა.

კომენტარები