თუ დიდხანს ალაპარაკე, ეს კაცი როგორც წესი, თითქმის ყველაფერს იძახის ხოლმე, რაც მის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოდ მოწყობილ თავშია ჩამალული.
თუ არსებობს საქართველოში საღი აზრის მქონე პატიოსანი ადამიანი, ვისაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ კაცის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა, ამ ინტერვიუს ყურება იყო საკმარისი, რომ ნახოს და მიხვდეს, როგორ შარშია ქვეყანა ამ კაცის გამო და როგორი საერთო ეროვნული ამოცანაა, რომ რაც შეიძლება, სწრაფად, სასურველია, რომ პროპორციული ვადამდელი არჩევნებით ეს კაცი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
ყველა დღე, როცა ამ კაცს აქვს გავლენა ჩვენი ქვეყნის მმართველობაზე, არის მორიგი ხიფათი ჩვენი ქვეყნისთვის