აშშ-მექსიკა

ტრამპს სურს მექსიკური ნარკოკარტელები ტერორისტულ დაჯგუფებებად განისაზღვრონ

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს მექსიკური ნარკოკარტელები განისაზღვრონ, როგორც ტერორისტული დაჯგუფებები.

"ამაზე 90 დღეა ვმუშაობ, მარტივი არ არის, პროცესია გასავლელი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია." თქვა ტრამპმა.

მის განცხადებას გამოეხმაურნენ მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვეს, რომ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან განიხილავენ.

როდესაც აშშ-ში ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად განისაზღვრება, ამერიკელებისათვის მათი მხარდაჭერა და თანამშრმლობა არალეგალური ხდება, ჯგუფის წევრებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ და იმ შემთხვევაში, თუ უკვე აშშ-ში იმყოფებიან დეპორტაცია ემუქრებათ. თუ საფინანსო ინსტიტუტები აღმოაჩენენ, რომ ჯგუფთან დაკავშირებული თანხები აქვთ, ისინი უნდა დაბლოკონ და სახაზინო დეპარტამენტს შეატყობინონ.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომის წარმოებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მექსიკაში ამერიკელი მორმონების ოჯახი, 3 ქალი და 6 ბავშვი მოკლეს.

მაშინ ტრამპმა ტვიერტზე დაწერა: "თუ მექსიკას სჭირდება და ითხოვს დახმარებას ამ მონსტრებთან ბრძოლაში აშშ მზადაა, სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც ჩაერიოს და საქმე სწრაფად და ეფექტურად შეასრულოს. მექსიკის ახალი შესანიშნავი პრეზიდენტი ამ საკითხზე ბევრ მუშაობს, მაგრამ კარტელები უფრო დიდები და ძლიერები ხდებიან. ზოგჯერ არმიაა საჭირო, რომ არმია დაამარცხო. დროა მექსიკამ, აშშ-ის დახმარებით ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი აწარმოოს და დედამიწის ზურგიდან წაშალოს ისინი."

კომენტარები