NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
25 ნოემბრის აქციის დაშლა

ვითარება პარლამენტთან - შსს-მ აქცია დაშალა, მოქალაქეები ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან (ფოტო)

სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 09:24
ჩიტაძის ქუჩა - 26.11.2019
ტაბულა
tbl.ge/484r
დაკოპირდა
რუსთაველის გამზირი - 26.11.2019ტაბულა
ჩიტაძის ქუჩა - 26.11.2019ტაბულა
ჭიჭინაძის ქუჩა - 26.11.2019ტაბულა
ჩიტაძის ქუჩა - 26.11.2019

მიუხედავად აქციის სპეცდანიშნულების რაზმით დაშლისა, საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები რჩებიან.

საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული. ავტობუსებით ჩახერგილია პარლამენტის გვერდით მდებარე ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები. 

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა 11:30 საათზეა დაგეგმილი, ხოლო 12:00 საათზე პლენარული სხდომა.

ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

25 ნოემბრის აქცია25 ნოემბრის აქციის დაშლასპეცრაზმისპეცდანიშნულების რაზმიაქციის დაშლააქციები პარლამენტთანპროპორციული სისტემაპროპორციული საარჩევნო სისტემა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 16:19კალაძე: პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას
  • სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 16:12კალაძე: დღეს ადამიანები აქციაზე არ გამოდიან, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებთ
  • სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 15:35კალაძე: პარლამენტის ბლოკირება არის დანაშაული და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა
  • სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 14:23ოქრიაშვილი: თუ პროცესები ამგვარად გაგრძელდება, დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით
  • სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019 - 14:18ქანთარია: პოლიცია მაღალი სტანდარტით მოქმედებს, ტროტუარს საერთოდ არ ეხება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 23:24

ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე რუსეთის მომავლის ცუდი, კარგი და ინერციული სცენარები განიხილეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 23:23

სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე რუსეთის მომავლის ცუდი, კარგი და ინერციული სცენარები განიხილეს

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 22:55

ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:57

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:35

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსულ ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში