აქტივისტებს პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკარაზე ბოქლომის დადების საშუალებას არ აძლევენ - LIVE

ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ორგანიზაცია "გაბედეს" აქტივისტები მივიდნენ.

მათ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომის დადება სურთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. აქტივისტები სამართალდამცველებს უხსნიან, რომ ბოქლომი სიმბოლურად უნდა დაადონ და ბლოკირებას არ გეგმავენ.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში აქტივისტებმა ბოქლომის დადება სცადეს რამდენიმე სახელმწიფო შენობაზე, ასევე, ქართული ოცნების მაჟორიტარების ბიუროებზე - შემთხვევების ნაწილში მათ ეს შეძლეს, ნაწილში კი პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

კომენტარები