ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანი კაილი ჯენერზე: მე ძალიან ამაყი ვარ მისით

Getty Images

რამდენიმე დღის წინ, კაილი ჯენერმა თავისი კოსმეტიკური კომპანიის Kylie Cosmetics-ის საკონტროლო პაკეტი კონგლომერატ Coty-ის 600 მილიონ დოლარად მიყიდა - ამ ფაქტს ჯენერებისა და კარდაშიანების ოჯახიდან მხოლოდ კიმ კარდაშიანი გამოეხმაურა.

კიმ კარდაშიანს Entertainment Tonight-მა კითხა, რას ფიქრობდა კაილი ჯენერის ამ ნაბიჯზე.

"ვიცოდი, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა თავისი კომპანიის ნაწილის გაყიდვას და ამაზე მუშაობდა. ძალიან ბევრ კომპანიას სურდა მისი ბრენდის შესყიდვა და საკონტროლო პაკეტის გაყიდვის გადაწყვეტილება მან ერთი წლის წინ მიიღო, ეს ის არის რაც მას სურდა.

მე ძალიან ამაყი ვარ მისით. 20 წლის ასაკში ბიზნესი შექმნა, რომელშიც თავდაპირველად არ იყო დარწმუნებული, შემდეგ კი მიხვდა როგორ შეექმნა საოცარი პროდუქტები და როგორ ყოფილიყო საკუთარ თავთან მართალი, ის აკეთებს იმ საქმეს რაც უყვარს და ეს ძალიან შთამაგონებელია. მე მისით ამაყი ვარ", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

გასულ წელს კაილი ჯენერი პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც მილიარდი თავისით იშოვა. ის, 22 წლის ასაკში, ყველაზე მდიდარი ადამიანია კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახში.

კომენტარები