აქცია სუს-თან

აქტივისტები სუს-ის შენობის პიკეტირებას ცდილობენ

Interpressnews

აქტივისტები სუს-ის შენობის პიკეტირებას ცდილობენ. მოძრაობა "გაბედეს" წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არიან შეკრებილი. მათ შენობის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება სურთ. 

სუს-ის შენობასთან მობილიზებულია პოლიციაც. სამართალდამცავები აქტივისტებს მოუწოდებენ, ტერიტორია გაათავისუფლონ. ისინი აქტივისტებს შენობასთან მისვლისა და პიკეტირების საშუალებას არ აძლევენ. 

აქტივისტების თქმით, პოლიცია მათ პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. 

დღეს, "გაბედეს" აქტივისტებმა ქართული ოცნების დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, რომელმაც სრულად პროპორციულ რეჟიმზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.  

დღეს აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს "ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისს.

ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზე, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ასევე, პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთან, სადაც აქტივისტებს ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.

გუშინ მათ ბოქლომი დაადეს კანცელარიის შენობას.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.

კომენტარები