Google

Google-ი საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს შეზღუდავს

BBC

Google-ი საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს შეზღუდავს, კონკრეტულად კი პოლიტიკურ კამპანიებს საშუალება აღარ ექნებათ სამიზნე რეკლამები მომხმარებელთა პილიტიკური მიდრეკილებების, ასაკის, სქესის და ლოკაციის მიხედვით განათავსოს.

პოლიტიკურ კამპანიებს ასევე აეკრძალებათ მათი მონაცემთა ბაზის Google-ის მომხმარებელთა ბაზებთან შედარება და YouTube-ისა და Google-ის სისტემებში მათი ძიების მონაცემების მიხედვით რეკლამების ფოკუსირება.

ახალი შეზღუდვები ძალაში დიდ ბრიტანეთში ერთ კვირაში შევა, ევროკავშირში მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო სხვა რეგიონებში 2020 წლის 6 იანვრამდე.

Google-ის ასევე აპირებს ზომების მიღებას შეცდომაში შემყვან განცხადებებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჯანსაღი პოლიტიკური დიალოგი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ყველა პოლიტიკურ განცხადებას ვერ დავარეგულირებთ. ამიტომ, პოლიტკური რეკლამების რაოდენობა, რომლებზეც ზომებს მივიღებთ, შეზღუდული იქნება, თუმცა ღია დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ." ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ეს შეზღუდვები პოლიტიკურის გარდა სხვა კამპანიებზე არ გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ Twitter-მა საკუთარ პლატფორმაზე ყველა სახის პოლიტიკური რეკლამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრძალა.

კონკურენტმა პლატფორმამ, Facebook-მა კი განაცხადა, რომ პოლიტიკური რეკლამების აკრძალვას არ აპირებს.

კომენტარები