პროპორციული არჩევნები

IRI: მოსახლეობის 68%-ს პროპორციულის შესახებ სმენია, მათგან 78% მხარს უჭერს

ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 68%-ს გაუგია არჩევნების პროპორციული სისტემის შესახებ.

მათგან, ვისაც პროპორციული სისტემის შესახებ სმენია, სრულად ამ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს ჯამში 78%.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ დღეს, 19 ნოემბერს, გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები