პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბესელია: პროცესების რადიკალიზაცია აწყობს იმას, ვინც ჩააგდო პროპორციულზე გადასვლა

მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება:

პროცესების რადიკალიზაცია და კანონიერი ფარგლებიდან გამოსვლა აწყობს მას, ვინც დაგეგმა ეს სცენარი და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა! ჩააგდო იმ მიზნით რომ არ სურდა ხელისუფლების დათმობა და პროპორციულ საარზცევნო სისტემაში დაინახა საფრთხე ხელისუფლების დაკარგვის!

ამიტომაც. ვადამდელი არჩევნების დანიშვნას განიხილავდა როგორც კრიზის შექმნის პირობებში მისაღებ გამოსავლად და იტყვის: ვერ მოვასწრებთ ახლა კონსტიტუციურ ცვლილებებსო.

ეს მიზანი ჩანს და ეს გეგმაც კარგად იკვეთება.

ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიეთ შესაძლოა ამ გეგმის ნაწილი აღმოჩდეს და ამიტომაც საჭიროა გონივრული მოქმედება.

არსებობს კოსტიტუციური და კანონიერი გზა რომელზედაც ვსაუბრობდი ბოლო დღეებში: ან მოხდეს ხელახლა ინიცირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის (ეს მოსწრებადია დროში) ან რეგლამენტის ცვლილება და გაგრძელება პირველი მოსმენით ,დაბალი ქვორუმით (101) მიღებული კანონპროექტის ან უკიდურეს შემთხვევაში გერმანული მოდელის მაინც...

მოკლედ. სამართლებრივი გზა არსებობს და არ არსებობს პოლიტიკური ნება!
ეს ნება უნდა გამოიჩინოს ხელისფლებამ და ამას ჭირდება პროტესტი კანონიერი და ორგანიზებული!

რადიკალიზაცია პროცესების და ძალადობრივი სცენარი (თუ ასე წარიმართა პროცესი) კი დააჩქარებს იმ გეგმას,ვრატომაც ჩააგდო ეს პროექტი და დანაპირები დამპირებელმა!
ღირს ამაზე დაფიქრება...

ოპოზიციაში გადასული დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

კომენტარები