საახალწლო განათება

მერია: საახალწლო განათებების მონტაჟისთვის დღეს და ხვალ ღამით წერეთლის გამზირი გადაიკეტება

მერია: საახალწლო განათებების მონტაჟისთვის 16-17 ნოემბერს, ღამით, წერეთლის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო განათებების მონტაჟისთვის 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.

16, 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციები დამონტაჟდება.

სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოხდება. სწორედ სამუშაოებიდან გამომდინარე, გამზირზე გზა ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის

კომენტარები