პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხოშტარია: პროპორციული არჩევნების ჩატარების ლეგალური ჩიხი არ არსებობს

მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და წინასწარ ვისაუბრო ჩემი კოლეგების ნაცვლად. მიდის შეჯერება. ოღონდ, პირდაპირ, წინასწარ შემიძლია გითხრათ - არანაირი ლეგალური ჩიხი არ არსებობს. არის რამდენიმე ვარიანტი ლეგალურად ამის მიღწევის და ჩვენ კონსულტაციებზე ამას გავივლით და რათქმაუნდა, შემოგთავაზებთ რა გვესახება საუკეთესო ლეგალურ გამოსავლად და ნაბიჯ-ნაბიჯ ავუხსნით მოსახლეობას როგორ მიიღწევა ეს. მაგრამ, მთავარი არის პოლიტიკური კლიმატი, რომელშიც ჩვენ იმას კი არ ველოდებით რაზე წამოვა ივანიშვილი - არა. [არამედ], როგორ ვაიძულოთ ივანიშვილი. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პროპორციულ არჩევნებზე ტვ პირველთან ინტერვიუში. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი გადადო, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პრინციპით "ყველა მინუს ივანიშვილი" მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები