პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხოშტარია: ლაპარაკია ხალხისთვის არჩევნების დაბრუნებაზე და ამ შეურაცხყოფის მოწმენდაზე

რაც შეიძლება სწრაფად ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს, რომელსაც ვერ ჩაატარებს ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ დღეს არ არის ლაპარაკი ძალაუფლებაში მოსვლაზე. აქ ჩვენ ძალიან, ასე ვთქვათ, ვჭამთ ერთმანეთს პარტიები - ვინ მოვა ძალაუფლებაში და ეს ნორმალური პროცესია. აქ არის ლაპარაკი ხალხისთვის არჩევნების დაბრუნებაზე და ამ შეურაცხყოფის მოწმენდაზე.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ტვ პირველთან ინტერვიუში. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი გადადო, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პრინციპით "ყველა მინუს ივანიშვილი" მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები