ბიძინა ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები არ არის არჩევნები, ზუსტად ეს ქნა მან. მას ჰქონდა შანსი, რომ აღარ დაგვჭირვებოდა რუსთაველზე გამოსვლა, ყველა ამას ვეუბნებოდით. პარლამენტში სამი დღე ვისმენდით შეურაცხყოფას. ყველა ელოდებოდა იმას, რომ მიუხედავად ამ კრიზისული ვითარებისა, პროპორციული სისტემით მოხდება პოლიტიკური ცხოვრების ცვლილება ისევე, როგორც ხალხს უნდა. [ივანიშვილმა] ამაზე უარი თქვა. მოგვიწევს ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა, მოქალაქეებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დავიბრუნოთ არჩევნები. შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს - ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მწვავე, პრინციპული ბრძოლით - ჩვენ ამას ვიზამთ.
პროპორციული საარჩევნო სისტემა
ხოშტარია: ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიბრუნოთ არჩევნები
tbl.ge/46j9
დაკოპირდა

პარტია ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შესახებ.
ამავე თემაზე
- ბურჯანაძე: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა
- უგულავა: თალაკვაძემ აღიარა, რომ ხალხს თავიდანვე ატყუებდნენ, ეს გულწრფელი რეგვენობაა
- თალაკვაძე: ჩავთვალეთ, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა
- ოხანაშვილი: ოპოზიციას აქვს ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც არ უნდა შევთავაზოთ არ დათანხმდებიან
- ჩუგოშვილი ოცნებას: გაფრთხილებდით, რომ პროპორციულის ჩაგდება ნდობას სრულად გაანადგურებდა




