ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა.
ავარია ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლი მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის უსაფრთხოების ან ესქპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.