ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

13 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ანაპის, თორნიკე ერისთავის, ფეიქართა, მოლითის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ნუხუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, IV მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, ფარნავაზის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ტაშკენტის, ოდესის, ზოვრეთის და ლევანდოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის აღმართის, ელენე ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები