And Then We Danced

მაკო გომური: არა, დღეს არ გაისვრიან არაფერს, ეს აქცია ხომ საღ აზრს არ ემსახურება

მეგობრები ვართ ჩემთან სახლში შეკრებილები, ჩემი დებიც აქ არიან:)))

მშობლები რიგრიგობით გვირეკავენ - სახლში ხართო, რუსთაველზე ხომ არ ხართო, ზოგიერთის დედას უბრალოდ ერიდება პირდაპირ კითხვა და გვეკითხება, როგორი დღე გვქონდა და რას ვაკეთებდით, შესაბამისად, იგებენ ვართ თუ არა სახლში, კიდევ ხომ არ ემუქრება მათ შვილებს თვალების დათხრა.

არა, დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე, როგორც დაშალეს. ეს აქცია ხომ რეალურ, საღ აზრს არ ემსახურება

კინო ამირანთან მიმდინარე ძალადობრივ აქციაზე წერს მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა. პროპუტინისტური ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა, პირველი სეანსი ყველა კინოთეატრში ჩატარდა. ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სამოქალაქო აქტივისტს, ანა სუბელიანს თავში ქვა ესროლეს.

კომენტარები