მეუფე პეტრეს განყენება

მეუფე პეტრემ მარტვილის რეზიდენცია დატოვა - მასთან ერთად 4 მონაზონიც წავიდა

ghn.ge

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილის საეკლესიო რეზიდენცია დატოვა. მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია დატოვა იმ ოთხმა მონაზონმა, რომლებიც მეუფესთან ერთად 13 წლის განმავლობაში მსახურობდნენ.

"დედები, რომლებიც რეზიდენციაში ცხოვრობდნენ, დატოვეს ეპარქია... სადაც ჩვენი მოძღვარი იცხოვრებს იქ ვიქნებით"- ამბობს იღუმენია თამარ გამყრელიძე. 

მეუფე პეტრემ მარტივილიდან გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა. 

მეუფე პეტრემ, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა, ამბობს, რომ ბრალდების მტკიცებულებებს მხოლოდ სინოდის სხდომის ფარგლებში წარადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილება იქნება და ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ის ჭორაობს. 

მისივე თქმით, ის საჯაროობას არ დათმობს და ნებისმიერ დანგრეულ მონასტერში იქნება დამოუკიდებლად. 

პრესკონფერენციის შემდეგ მან ჟურნალისტებს საჩუქრად ხატები და მღვდელმონაზონ ანდრიას გამოცემული წიგნი "მართლმადიდებლური აზროვნება" გადასცა.

..........

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქიას ეპისკოპოსი გრიგოლ კაციას გადაიბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

პატრიარქმა ის შიომღვიმის მონასტერში გაამწესა, თუმცა მეუფე პეტრემ იქ წასვლაზე უარი თქვა და სინოდს ინჩხურის მონასტერში გაგზავნა სთხოვა. მიტროპოლიტის ეს თხოვნა საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მეუფე პეტრემ თქვა, რომ ის შიომღვიმეში არ მიდის და ჯერჯერობით არ იცის სად წავა.

კომენტარები