პაკისტანი

პაკისტანში მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, დაიღუპა 74, დაშავდა 40 მგზავრი

METRO

პაკისტანში მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 74 მგზავრი დაიღუპა. დაშავებულია 40 ადამიანი. შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

შემთხვევა პაკისტანში ქალაქ რაჰიმ იარ ქანთან ქალაქ კარაჩიდან რავალპინდიში მიმავალ სამგზავრო მატარებელში მოხდა.

ხანძარი, სულ მცირე, სამ ვაგონში გავრცელდა.

ზოგიერთი დაღუპულის იდენტიფიცირება დამწვრობის გამო ვერ ხერხდება და მათგან დნმ-ის ტესტის აღება იქნება საჭირო. 

კომუნიკაციების მინისტრმა განაცხადა, რომ ცეცხლი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც მგზავრები საუზმის მოსამზადებლად იყენებდნენ. ვაგონში იყო საკვები ზეთიც.

ერთერთი მგზავრი, რომელმაც მატარებლიდან გადახტომა მოახერხა ამბობს, რომ ვაგონში ბერები ჩაის იმზადებდნენ, როდესაც მათ გაზის ბალონი აფეთქდა. 

ადგილობრივი რეპორტიორები ამბობენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი, შესაძლოა, ელექტოენერგიის პრობლემები ყოფილიყო.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მგზავრთა დიდი ნაწილი ბერები იყვნენ, რომლებიც რაივინდში თაბიგლი ჯამაათ სუნიტი მუსლიმების მისონერული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ პაკისტანის ერთერთ ყველაზე დიდ რელიგიურ შეკრებაზე მიდიოდნენ.

კომენტარები