დღის ფოტო

დღის ფოტო: კადრში აღბეჭდილი ოთხი ცისარტყელა

სურათი შოტლანდიაში, ორკნეიშია გადაღებული.
Martin Gray

ფოტოგრაფმა მარტინ გრეიმ სამშაბათს ცისარტყელას სურათი გადაუღო, შემდეგ კი აღმოაჩინა რომ შემთხვევით კადრში ოთხი ცისარტყელა აღბეჭდა.

"ეს ჩემი პარტნიონი დონა იყო, რომელმაც ცისარტყელა შენიშნა. მან დამიძახა, მე კი ტვიტერს ვათვალიერებდი. ამის შემდეგ მან კიდევ დამიძახა, მე ავჩქარდი და ნათელი ცა დავინახე. უცბად რამდენიმე ფოტო გადავიღე, თუმცა არ შემიმჩნევია რას ვიღებდი, შემდეგ ჩემს ფოტოებს რომ დავაკვირდი ოთხი ცისარტყელა დავინახე. ეს შთამბეჭდავია", - თქვა ფოტოგრაფმა.

კომენტარები