სახელმწიფო და ეკლესია

2017 წელს საბურთალოს გამგეობამ ეკლესიების მოსაწყობად 150 ათასი გამოყო

gaicanit.blogspot.com

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2017 წელს საბურთალოს გამგეობამ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დამატებით 149 915 ლარი გადაურიცხა.

ფული ეკლესიების აშენებაზე, გარემონტებასა და გათბობის მოწყობაზე დაიხარჯა.

მათ შორისაა საირმის ქუჩაზე, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში ბუხრისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოსაწყობად გამოყოფილი 10 ათასი ლარი.

ხარჯების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ფლანგვის დეტექტორში აღნიშნავენ, რომ ეკლესიების დაფინანსება სარეზერვო ფონდებიდან განსაკუთრებით იმატებს წინასაარჩევნო პერიოდებში.

კომენტარები