პროკურატურა

ვანში მამის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

REUTERS

მამის განზრახ მკვლელობისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 23 იანვარს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ბ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით მამამისს, ა.კ.-ს, ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილში. ა.კ. თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბ.კ. 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები