ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა.
კაცი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბლურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.