მის პოსტზე იყო ჩემი გულწრფელი რეაქცია, ადამიანი, რომელიც არის ოპერის მომღერალი, მსოფლიო დონის მომღერალი, "კრეტინო", "საცოდავო", "უბედუროს" არ უნდა წერდეს. თუ მას სძულს რომელიმე პიროვნება, მის შვილზე არ უნდა მიიტანოს იერიში...
ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ვარ, არა ვარ - არასოდეს დამიმალავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რეაქცია მექნებოდა, როცა ეხებიან შვილებს, ჯერ თუ მამამ რამე დააშავა, შვილს რატომ უნდა მოეკითხოს?
ანიტა რაჭველიშვილმა ამ პოსტის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, თუ ის მოიხდის ბოდიშს, აუცილებლად, მასაც და საზოგადოებასაც მოვუხდი ბოდიშს. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მან ბოდიში მოიხადოს და თავის დანაშაულს მიხვდეს და მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს მოვიხდი