NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ EUMM-ის დამკვირვებლების დაკავების შემდეგ ფოტოებს ავრცელებს

პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019 - 13:10
cominf.org
tbl.ge/44g1
დაკოპირდა
cominf.org
cominf.org
cominf.org
cominf.org
cominf.org
cominf.org

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც 24 ოქტომბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

ე.წ. КГБ-ს კომენტარს და ფოტოებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

"პროფილაქტიკური საუბრის მიმდინარეობისას სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებმა აღიარეს, რომ თითქოს შემთხვევით აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, "დაკარგეს ორიენტაცია და გზა აებნათ". თუმცა, თითოეული მათგანი იყო აღჭურვილი ნავიგაციის უახლესი მოწყობილობებით, სათვალთვალო და რადიოკომუნიკაციის საშუალებებით, ფოტო და ვიდეო აპარატურით", - აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-ში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა ცოტა ხნით დააკავეს. ისინი უკვე გაათავისუფლეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერს, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის არეალში პატრულირება მნიშვნელოვნად გაზარდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ამ საკითხზე დღეს, 25 ოქტომბერს, ერგნეთში მიმდინარე ტექნიკურ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

რუსული ოკუპაციაევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაEUMMჩორჩანაწნელისიოკუპირებული ცხინვალიე.წ. КГБEUMM-ის დამკვირვებლების გატაცება

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 11:16ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
  • პარასკევი, 26 ივნისი, 2026 - 17:30კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
  • ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 13:07ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
  • პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 09:37გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
  • ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026 - 12:46კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი გარდაბანში დააკავეს
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 12:29

გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი გარდაბანში დააკავეს

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 12:27

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა მიიტანა

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 11:40

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 10:40

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

ტრამპმა ირანის დაბომბვის ინსტრუქციები დატოვა, თუ თეირანი მის მოკვლას შეძლებს
კვირა, 12 ივლისი, 2026 - 02:18

ტრამპმა ირანის დაბომბვის ინსტრუქციები დატოვა, თუ თეირანი მის მოკვლას შეძლებს

ყველაზე კითხვადი

'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
1'ეს დარჩება ორი მეგობარი ერის მეხსიერებაში' – ირანის რეჟიმის მადლობა ყაველაშვილს
2რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
3დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕