მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ჩვენი პარტიის ოფისი იქნება თბილისი ცენტრალში, სადაც ყველა გზა მოდის

ჩვენი პარტიის ოფისი გაიხსნება აქ, თბილისი ცენტრალში. იქ, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შემოდის, მგზავრები რეგიონებიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. იმიტომ რომ ეს პარტია იქნება თქვენი პარტია და არა ვიღაცის. თქვენ, ჩვენ, ერთად ეროვნული თანხმობის გაერთიანებით უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობის მორიგი 12 წევრი თბილისი ცენტრალში წარადგინა.

კომენტარები